суббота, 29 июня 2013 г.

სასწავლო პროექტი :ჯარიმის გადახდის წესები

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეაგროვონ ინფორმაცია ჯარიმის       გადახდის შესახებ,საგზაო წესების დარღვევის დროს,მოცემულ კერძო მაგალითზე დყრდნობით
პროექტის აქტუალობა:პროექტზე მუშაობის პროცესში მიღებულ შედეგებზე დაკვირვებით ეცნობიან ჯარიმების ,საურავების დარიცხვის შესაძლო ვარიანტებს
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდეთ გარკვეული წარმოდგენა საფინანსო საგადასახადო საკითხებზე,აგრეთვე განუვითარდეთ კვლევის,ინფორმაციის მოძიების,პრეზენტაციის და ისტ-თნ მუშაობის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასკი:15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები  რაც შეიძლება შეიქმნას:პრეზენტაციის ფაილი,ბლოგი სადაც განთავსდება მოძიებული და დამუსავებული ინფორმაცია.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბიბლიოთეკა,კომპიუტერი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,კალამი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:(ძირათადი აქტივობები);მივცემ მოსწავლეებს შემდეგ პრობლემურ ამოცანას:გიორგი,საკუთარი ავტომანქანით შუქნიშნის გავლის შამდეგ,საჰზაო პოლიციის პატრულ;მა გააჩერა,წითელ ნიშანზე გავლა აღნიშნა და ჯარიმა გამოუწერა.გიორგი არ დათანხმა პატრულს,ქვითარი არ გამოართვა და გააგრძელა მოძრაობა(ჯარიმა ითვალისწინებდა 20 ლარს).5 თვის შემდეგ გიორგის მოუვიდა შეტყობინება,რომ მისი ჯარიმა 300 ლარამდე გაიზარდა.ეს შემთხვევა მოხდა 2007 წელს.
    თითოეულ მოსწავლეს ექნება საშუალება გამოიყენონ ბიბლიოთეკა,ისტ-ის საშუალებები და შეისწავლონ 2007 წლის შაესაბამმისი კანონი.გამოთქვან მოსაზრება  კანონიერი იყო თუ არა  მაშინ საგზაო პატრულის მოქმედება,საურავის გადახდის რა წესი მოქმედებდა(რა პროცენტით იზრდებოდა საურავი)გამოთქვან თავიანთი ვერსია ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, შეტყობინებისა და საურავის დარიცხვის რა წესს გამოიყენებდნენ და რა ოდენობით?
    მოსწავლეები შეფასდებიან აღებული მონაცემის დამუშავების,ანალიზისა და კვლევა-ძიების,პრეზენტაციის უნარით.
 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი :  საფინანსო, საგადასახადო საკითხებზე 2007 წლის შესაბამის კანონთან მუშაობა
პროექტის ხელმძღვანელი: მარინე შონია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:shoniamarine@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:

Комментариев нет:

Отправить комментарий